ReNote-logo

renote-ის გამოყენების ინსტრუქცია

🌟 ReNote არ არის მხოლოდ წიგნაკი. ეს არის გზამკვლევი, რომელიც გიჩვენებს შენი პოტენციალის უსაზღვრო შესაძლებლობებს.

საიდან დავიწყო?

თუ შენ ხარ ReNote-box-ის მფლობელი, მაშინ პირველივე დღეს ჩაიფიქრე შენი სურვილები იღბლის მომტან სამაჯურზე და მიყევი ქვემოთ მოცემულ Renote-ის გამოყენების გზამკვლევს.

გახსოვდეს რომ შენ ხარ შენი ცხოვრების ერთადერთი მწერალი!

პიროვნული განვითარების ნავიგაცია

რა უნდა გავაკეთო ყოველდღიურად?

შენი ცვლილებების ხე

შენი ცვლილებების ხე – ყოველდღიურად უნდა შეავსო შესრულებული მიზნების აღსაწერად.

ემოციების პალიტრა

ყოველდღიურად უნდა აღწერო დღის ბოლოს შენი ემოციური მდგომარეობა ემოციების პალიტრაში

ციფრული რესურსები

რეკომენდირებულია ციფრული რესურსების გამოყენება ამ პერიოდში, რომელიც შენს ReNote-ს მოყვება: წიგნები, სტატიები, საპორტ ჯგუფი, მიზნის დასახვის ტექნიკები, ბიუჯეტირება და სხვა დამგეგმავები.

ყოველდღიური ჩანაწერები

 ყოველდღიურად უნდა გააკეთო შენს ReNote წიგნაკში ჩანაწერები და აღწერები.

დამატებითი რეკომენდაციები:
არ დანებდე!

შენს ხელშია ყველა ინსტრუმენტი იმისთვის რომ შენთვის სასურველ რიალობაში გაიღვიძო ნამდვილ მესთან მიმავლ გზაზე

შეცვალე რუტინა

ყოველდღიურობის მცირე ცვლილებები ხშირად დიდ გავლენას ახდენს:მიდი სამსახურში ან სხვა გზით.სცადე განსხვავებული დროით ვარჯიში ან სხვა დროის სასეირნოდ გასვლა.საუზმეზე ახალი კერძები მოამზადე.

წარმატების აღნიშვნა
  • პატარა მიღწევებიც კი უნდა იზეიმო. ეს მოტივაციას გაძლევს.
    მაგალითად: თუ ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ივარჯიშე, იყიდე რამე, რაც გაბედნიერებს.
შიშებთან ბრძოლა
  • აირჩიე ის, რაც შიშს იწვევს, და ნაბიჯ-ნაბიჯ დაუსახე მიზანი მის დაძლევას:თუ საჯაროდ ლაპარაკის გეშინია, დაიწყე მეგობრებთან მცირე ჯგუფში საუბარი.თუ ახალი ადამიანების გაცნობა გიჭირს, დღეში ერთ ადამიანთან დამეგობრების მიზანი დაისახე.
წარმატებული ადამიანების ისტორიების შესწავლა
  • წაიკითხე წიგნები ან უყურე ვიდეოებს, სადაც წარმატებული ადამიანები აღწერენ, როგორ დაძლიეს სირთულეები.
პრობლემებისადმი ახალი მიდგომა
  • შენი პრობლემები განიხილე როგორც გამოწვევები და შესაძლებლობები. შეეცადე, პრობლემების გადაჭრისას სწავლობდე ახალ რამეს.
გარდაქმნის დღიური
  • აწარმოე დღიური, სადაც ჩაწერ გამოცდილებები, შიშები, წარმატებები და რჩევები, რაც შენზე მოქმედებს. ეს არა მხოლოდ დაგეხმარება პროცესის მონიტორინგში, არამედ ემოციურადაც გაგათავისუფლებს.
უნდა იცოდეთ, რატომ გსურთ ამ ჩვევის გამომუშავება და რა სარგებელს მოგიტანთ ის

თუ რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ გაქვთ ჩვევას ვერ გამოიმუშავებთ. მოახდინეთ იდენტიფიცირება იმ მიზეზების, რომელთა გამოც გსურთ, რომ ჩვევა გამოიმუშაოთ.

21 დღის რუტინა

უკვე დიდი ხანია ფიქრობთ რაიმე კონკრეტული ჩვევის გამომუშავებაზე. მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებთ. რა მოხდება თუ მხოლოდ 21 დღე რეგულარულად გავაკეთებთ მას? – 21 დღე არის ის დრო, როცა შესაძლებელია ჩვევის როგორც შეძენა, ასევე მისი მოშორება. 21 დღის შემდეგ ის უკვე თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

გამოყავით დრო განრიგში ახალი ჩვევის გამოსამუშავებლად

თუ თქვენი განრიგი ახალი ჩვევის გამომუშავებისთვის დროს არ ითვალისწინებს, არაფერი გამოგივა. როცა ის თქვენს განრიგშია, შეგიძლიათ შეხედოთ ყოველ ჯერზე კალენდარს და გაიხსენოთ, რომ ეს კონკრეტული საქმე აუცილებლად უნდა გააკეთოთ.

აკონტროლეთ თქვენი ჩვევები

გააკონტროლეთ ჩვევა, შეასრულეთ ის ყოველ დღე. განსაკუთრებით კი 21 დღიან პერიოდში. 21 დღის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ის თქვენი ყოველდღიური რუტინა გახდა.

დალიე წყალი ყოველ დილით

თუ დილას თვალების გახელისთანავე მობილურს არ აიღებ და სოციალურ ქსელებში თავით არ გადაეშვები, შეგიძლია თავი შეაქო. და თუ ამის ნაცვლად დღეს ერთი ჭიქა წყლის დალევით დაიწყებ, დღე ბევრად კარგად აისახება ეს შენს როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

 
 

 

თავი აარიდე ტოქსიკურ სიტუაციებს

მაგალითად, გამოწერა გაუუქმე ინსტაგრამის ისეთ ანგარიშებს, რომლებიც არარეალისტურ სტანდარტებს გიწესებენ და საკუთარ ცხოვრებას და მიზნებს არც ისე სასურველად გისახავენ. ამის შემდეგ, ინსტაგრამიც ბევრად უფრო საინტერესო და პოზიტიური გამოცდილების მატარებელი იქნება.

 
 

 

არ იმუშაო საწოლიდან

მთავარი დანიშნულება, რაც საწოლს ჩვენს გონებაში აქვს, განტვირთვა, დასვენება და ძილია — ამ “წმინდა ადგილიდან” მუშაობით კი ეს დამოკიდებულება ირღვევა. უამრავი ადამიანი ამბობს, რომ საწოლიდან მუშაობის შემთხვევაში ღამე იმ ადგილზე დაძინება უჭირს.

აღმოაჩინე პოზიტიური დეტალები

ჩათვალე, რომ ეს ჩვევა გონების სავარჯიშოდ შეგიძლია აქციო. ეცადე გარემოს მუდმივი კრიტიკის ნაცვლად, დადებითი დეტალები გამოარჩიო. ისინი, ვინც ამ ხერხს მიმართავენ, ამბობენ, რომ ამ ჩვევის ჩამოყალიბების შემდეგ საკუთარ თავსაც უფრო პოზიტიურ ჭრილში განიხილავენ, რაც მათ თვითშეფასებაზე კარგად მოქმედებს.

უსმინე საყვარელ მუსიკას საქმის კეთებისას

არ აქვს მნიშვნელობა, სახლს ალაგებ, ყავას მიირთმევ თუ ვარჯიშობ — ამ ყველაფრის კეთება საყვარელი მელოდიის თანხლებით ბევრად უფრო სასიამოვნოა. შეიძლება ერთი შეხედვით ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მუსიკა ხშირად ამშვიდებს.

მიიღე D ვიტამინი

თვითიზოლაციის პირობებში ამ წესის შესრულება არც ისე მარტივი ჩანს, მაგრამ თუ აივანზე მზეს მიეფიცხებით, ან ფანჯრიდან შეისრუტავ მზის სხივებს, ერთ-ერთ ყველაზე საჭირო ვიტამინს მიიღებთ. მზე D ვიტამინის საუკეთესო წყაროა. აუცილებელია დღის სწორი მონაკვეთის შერჩევაც — შუადღისას 10-30 წუთის მზის ქვეშ გატარება მის მისაღებად საკმარისია.

იმოძრავე

ფრაზა “ადამიანები მოძრაობისთვის ვართ შექმნილნი” ნამდვილად შაბლონურია, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანი ჭეშმარტიებაა.. ჩართე მხიარული მუსიკა, აყევი რიტმს და მთელი დღის სტრესისგან გათავისუფლდები. მით უმეტეს, სახლში ნაკლებად შეიძლება იდარდო, რომ უცხო თვალები შენს მოძრაობებს კრიტიკულად შეაფასებენ.

აქციეთ ყოველი დღე სასწავლო გამოცდილებად.

შეცვალეთ როგორ უყურებ  შენს ყოველდღიურ ცხოვრებას. შეხედე ყოველ დღეს, როგორც შანსს, რომ ისწავლო რაიმე ახალი. გახსოვდეს, რომ ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კომფორტის ზონიდან გამოხვალთ. დაიწყეთ წიგნი, რომლის წაკითხვაც გინდოდათ.  გაეცანი ნიუსებს სხვა საიტზე, ან სხვა იუთუბ არხზე, , იმის ნაცვლად  რომელსაც ყოველთვის კითხულობ / უყურებ. აირჩიე სხვა მარშრუტი სამსახურში მისასვლელად.  შენ არასდროს იცი რას გაიგებ სამყაროს შესახებ, როდესაც შეისწავლი მის სხვადასხვა მხარეს!

აირჩიე აქტივობები, რომლებიც გამოწვევას გიქმნით

დაფიქრდი იმაზე, რაც გაშინებ ან ნერვიულობ. ჩაწერე ისინი სიაში და დაადე ვარსკვლავი მის გვერდი, რომლითაც გსურ დაწყება. დანარჩენებს მოგვიანები გაუმკლავდები. კონკრეტული იდეების გამომუშავება გაიძულებ, განახორციელოთ ეს გეგმები.

ჰკითხე საკუთარ თავს, რატომ გსურ გაუმკლავდე ამ ახალ დაბრკოლებებს.

მოიფიქრე მიზეზი. იფიქრე იმაზე, თუ რას მიიღებ ამ ახალი გამოცდილებიდან. მას შემდეგ რაც მიიღებ პასუხებს, ჩაწერეთ ისინი ფურცელზე და შეინახე. ეს დაგეხმარება შეგახსენო, რატომ გინდოდა თავიდან გასვლა შენი კომფორტის ზონიდან და გაზარდო შენი მოტივაცია. მაგალითად, შესაძლოა, გსურთ ახალ ქალაქში გადასვლა, მაგრამ გეშინიათ, რომ მოგენატრება  შენი მეგობრები და ოჯახი თქვენს მშობლიურ ქალაქში. შეახსენე საკუთარ თავს, რატომ აპირებ გადასვლას, მაგალითად, უკეთესი სამუშაო შესაძლებლობები და ახალი მეგობრების შეხვედრის შესაძლებლობა.

 
 

 

დაყავი აქტივობები მცირე ნაბიჯებად

შენ არ გჭირდება აქტივობის ერთდროულად შესრულება. თუ  შენ შეგაშინებს  შენ მიერ არჩეული გამოწვევა, აქციეთ ეს მრავალსაფეხურიან პროცესად, რომელიც საშუალებას მოგცემთ ნელ-ნელა ახვიდე ამ მთაზე.  შენი შიშები თანდათანობით დაძლევა დაგეხმარება ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში. ეს ცურვის სწავლას ჰგავს,  შენ წყალთან ურთიერთობას იწყებ იმ ნაპირიდან სადაც წყალი მხოლოდ კოჭებს გიფარავს  და დროთა განმავლობაში მიდიხართ აუზის სიღრმემდე!

ლიკა ლომაძე

Renote-ის დამფუძვნებელი

ჰაი! მე ლიკა ვარ, ReNote-ის შემქმნელი… 

მქონდა უსაზღვრო სურვილი შემექმნა პროდუქტი, რომელიც მცირედ წვლილს შეიტანდა ქალების გაძლიერებაში. 

შევქმენი რაღაც, რაც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს, რადგან თითოეული ჩვენგანი იმსახურებს იმას, რომ იყოს საკუთარი ცხოვრების გმირი, საკუთარი თავის ჭეშმარიტი ავტორი.

ReNote არის ჩემი გულწრფელი მოწოდება ყოველი ქალისადმი – გაბედოს, იოცნებოს, იზრუნოს საკუთარ თავზე და გაიაზროს საკუთარი პოტენციალის სრული შესაძლებლობა! 

მე მწამს, რომ ქალი არ არის მხოლოდ მოთხრობის გმირი – იგი არის მთხრობელი, შემოქმედი, ლიდერი და ა.შ 

დაიწყეთ დღესვე შენი მრავალფეროვანი მოგზაურობა საკუთარ თავთან!

 

 

Renote-ის შემქმნელისგან!

renote-logo

Copyrights Reserved 2023

  • Privacy Policy
  • Terms & Condition
✕