ჰედერი

აქტივობა 2

  1. გაიხსენე გამომწვევი სიტუაცია სამსახურებრივი ან პირადი ცხოვრებიდან. მაგალითად: “ხელმძღვანელისგან სხვების თანდასწრებით შენიშვნის  მიღება“ ან “დაწინაურების მოთხოვნაზე უარი“
  2. გამოავლინე აზრი, რომელსაც “წამოეგე” იმ სიტუაციაში, როგორიცაა “ჩემი ხელმძღვანელი არ მენდობა” ან “ჩემი როლი არ არის ისეთი ღირებული როგორც ჩემი თანაგუნდელის”
  3. ჰკითხეთ საკუთარ თავს: ” რამდენად ვარიდებ თავს ამ აზრს და მის თავიდან მოშორებას ვცდილობ?” ძალიან, ისე რა, საერთოდ არა?
  4. რამდენად ვაძლევ ამ აზრებს საშუალებას, რომ მთლიანად მომიცვას და დამთრგუნოს?

 

  1. გამოავლინე გრძნობა, რომელსაც ეს სიტუაცია აღძრავს. რა არის ეს: ბრაზი, სევდა, შიში, სირცხვილი, ზიზღი თუ რამე სხვა?
  2. ჰკითხეთ საკუთარ თავს: “რამდენად ვარიდებ თავს ან უგულვებელყოფ ამ გრძნობას?

 

  1. რამდენად ვემორჩილები მას?

როგორ უნდა დავაღწიო თავი-რჩევა

  1. თუ თავდაპირველად თავს არიდებდი საკუთარ აზრებსა და გრძნობებს, ამის ნაცვლად მათი აღიარება სცადე. დააკვირდი დღეში რამდენჯერ გეფიქრება ამ საკითხზე.
  2. თუ გითრევს საკუთარი აზრები და ემოციები, იპოვე საყრდენი. მაგალითად: რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქე, დააკვირდი გარემოს, რა გესმი, რას ხედავთ და თავიდან მოშორების ნაცვლად, სახელი დაარქვით ამ ემოციას.
  3. ყურადღება მიაქციე, რომელ აზრებს და გრძნობებს არიდებ თავს და რომელზე წამოეგები, რათა შეძლო რეაგირება.
  4. შემდეგი ნაბიჯი ისეთი ქმედების განხორციელებაა, რომელიც თქვენს ღირებულებებს შეესაბამება. გაარკვიეთ, რომლის გამოყენება გსურთ თქვენ მიერ აღწერილ გამომწვევ სიტუაციაში.
✕