დილტსის პირამიდა, რობერტ დილტსის მიერ კონცეპტუალიზებული, არის ნეიროლინგვისტური პროგრამირების (NLP) ყოვლისმომცველი ჩარჩო. იგი გვთავაზობს სტრუქტურირებულ მიდგომას პიროვნული ცვლილებებისა და განვითარების სირთულეების გასაგებად.
მოდელი იერარქიული დონეებისაგან შედგება, რომლებიც ადამიანის გამოცდილების სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენს – მოქმედების გარემოდან დაწყებული იმ საერთო მიზნამდე და სულიერებამდე, რომელიც მათ ხელმძღვანელობს.
რობერტ დილტსი, NLP-ის განვითარების წამყვანი ფიგურა, შექმნა პირამიდა პიროვნული ზრდისა და ტრანსფორმაციის ხელშესაწყობად. ეს მრავალშრიანი მოდელი საშუალებას აძლევს ინდივიდებსა და პრაქტიკოსებს შეაფასონ და გაუმკლავდნენ გამოწვევებს სხვადასხვა დონეზე – მარტივი ქცევითი კორექტირებიდან დაწყებული სიღრმისეული რწმენების ცვლილებით.
დილტსის პირამიდის ეფექტურობა ცვლილებების გზაზე მდგომარეობს იმაში, რომ მას შეუძლია მიზნობრივად იმოქმედოს კონკრეტულ დონეებზე, რაც უზრუნველყოფს ჩარევების სრულ შესაბამისობას სასურველ შედეგთან.
ნეიროლინგვისტური პროგრამირება (NLP), რომელიც დილტსის პირამიდის საფუძველია, არის ფსიქოლოგიური მეთოდი, რომელიც აკავშირებს აზრებს, ენასა და ქცევით მოდელებს, რომლებიც გამოცდილებების საფუძველზე ვითარდება კონკრეტული შედეგების მისაღწევად.
დაწერეთ თქვენი შიშებისა და მოლოდინების სია. თითოეული პუნქტი გააანალიზეთ რეალურობის თვალსაზრისით.
კითხვები: კიდევ ვისთვის არის მნიშვნელოვანი ? რისთვის ვაკეთებთ ამას? დაფიქრდი კითხვაზე: „რისთვის ვარ აქ?“ და დაწერე პასუხი. იფიქრე, როგორ შეგიძლია შენი უნარებით გააუმჯობესო სამყაროს მცირე ნაწილი. გააკეთე დღეში ერთი პატარა კეთილი საქმე, რომელიც შენს ღირებულებებს ემთხვევა.
კითხვები: ვინ ვხდები ამას რომ ვაღწევ? როლი? დაასრულე ეს წინადადებები: „მე ვარ ადამიანი, რომელიც...“ „მე ვირჩევ ვიყო...“ წარმოიდგინე შენი იდეალური ვერსია და შეხედე, როგორ მოქმედებს ის ყოველდღიურ ცხოვრებაში. დაწერე მოკლე მანიფესტი (1-2 წინადადება), რომელიც გამოხატავს შენს არსს და მისწრაფებებს.
კითხვა: რატომ არის მნიშვნელოვანი? დაწერე შენი მთავარი ღირებულებები, რომლებიც გეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში. იფიქრე ერთ შეზღუდვაზე ან მრწამსზე, რომელიც შენს განვითარებას აფერხებს. შემდეგ ჰკითხე საკუთარ თავს: „ეს ნამდვილად სიმართლეა?“ შექმენი ახალი, უფრო სასარგებლო მრწამსი და დაისახე პრაქტიკული ნაბიჯი, რომელიც ამ რწმენას გაამყარებს.
კითხვები: როგორი თვისებები? რა რესურსები? რა ცოდნა გვაქვს? ჩამოწერე მინიმუმ 5 უნარი, რომლებიც შენ გაქვს და გეხმარება წარმატებაში. განსაზღვრე რომელი ახალი უნარი გჭირდება შენი მიზნისთვის და შექმენი გეგმა მის გასავითარებლად. დაისახე წვრილი გამოწვევები ყოველდღე (მაგ., 5-წუთიანი სავარჯიშო ახალი უნარისთვის).
კითხვები: რას ვაკეთებთ? როგორ ვაკეთებთ? ჩამოწერე სამი კონკრეტული ქცევა, რომელიც გინდა შეცვალო ან გააუმჯობესო. გააანალიზე შენი ყოველდღიური რუტინა და მოძებნე ერთი ქცევა, რომლის შეცვლაც გაზრდის შენს პროდუქტიულობას. ყოველდღე 5 წუთით გააკეთე ახალი ქცევა, რომელიც გინდა რომ ჩვევად აქციო.
კითხვები: სად? ვინ? როდის? - სად ხდება მოქმედება, რა გარემოში? დაწერე სამი ყველაზე დიდი დაბრკოლება შენს გარემოში, რომელიც ხელს გიშლის მიზნების მიღწევაში. შეისწავლე გარემოს ცვლილების პატარა ნაბიჯები, რომლებიც შენს პროდუქტიულობას და კომფორტს გაზრდის. დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, იდეალური გარემო, რომელიც ხელს უწყობს შენს წარმატებას.