დაგვირეკეთ: 595 29 59 00

უფასო მიწოდება 100₾-დან!   

შეცვლა / დაბრუნება

უპირობოდ დაბრუნების პოლიტიკა

  • დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება:
  • მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;
  • ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;
  • მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;
  • საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
  • მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა ონლაინ მაღაზია Renote.ge-ს მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან. საქონლის ფასის შემცირების შედეგად წარმოშობილი სხვაობის დაფარვის ვალდებულება მომხმარებელს არ დაეკისრება, თუ ონლაინ მაღაზია Renote.ge-იმ მას ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ სრული ინფორმაცია არ მიაწოდა.
  • მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
  • მომხმარებელი ვალდებულია ონლაინ მაღაზია Renote.ge-ს 14 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს შევსებული დაბრუნების ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ.
  • თუ აღნიშნულ ვადაში მომხმარებელი არ შეავსებს დაბრუნების ფორმას ან სხვა ცალსახა მტკიცებულებას არ წარუდგენს მოვაჭრეს მომხმარებელი კარგავს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ნივთის დაბრუნების უფლებას.

დაბრუნების ფორმა

დაბრუნების ფორმა ითვალისწინებს შემდეგ ინფორმაციას:

  • შეკვეთის თარიღი;
  • შეკვეთის მიღების თარიღი;
  • მომხმარებლის სახელი;
  • მომხმარებლის მისამართი;
  • მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული);
  • ფორმის შევსების თარიღი.

 

საგარანტიო მომსახურების პირობები

  1. თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ონლაინ მაღაზია Renote.ge-ს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
  2. საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, ონლაინ მაღაზია Renote.ge-ს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
  3.  საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე), ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
  4. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს ონლაინ მაღაზია Renote.ge-ს მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
  5. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
    საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
  6. ონლაინ მაღაზია Renote.ge-ს საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
  7. ონლაინ მაღაზია Renote.ge-ს მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
  8. მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  9. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
         იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
  10. საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
  11. საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
  12. საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
  13.  მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს კანონისმიერი გარანტიის უფლებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 6 თვის განმავლობაში აღმოჩნდა.
  14. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
  15. გარანტიის მოქმედება არ ვრცელდება მეორეული საქონლის ნასყიდობაზე

 

 საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება, უქმდება თუ:

  1.  ამოიწურა ტექნიკის საგარანტიო ვადა.
  2. მომხმარებელი ვერ წარმოადგენს საგარანტიო საბუთს და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება;
  3. საგარანტიო საბუთში წაშლილია ინფორმაცია ან გადაკეთებულია და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება;
  4. გაყიდულ ნივთზე მონაცემები წაშლილი, შეცვლილი, გადაკეთებულია, ნივთზე არ იკითხება/ამძვრალია სერიული ნომერი და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება;
  5. დაზიანება გამოწვეულია პლომბის ან ლუქის მოცილებით;
  6. დაზიანება გამოწვეულია ფიზიკური ზემოქმედებით და არასათანადო ექსპლუატაციით;
  7. დაზიანება გამოწვეულია ჭექა-ქუხილით, უცხო სხეულების და სითხეების შეღწევით, ექსპლუატაციისა და შენახვის წესების პირობების დარღვევით;
  8. დაზიანება გამოწვეულია ცვალებადი, მაღალი ან დაბალი ელექტროენერგიის მიწოდებით;
  9. დაზიანება გამოწვეულია ელექტრონული ქსელის გაუმართაობით, ან მომხმარებლის ბრალეულობით მექანიზმის დანესტიანებით;
  10. სხვა გარეშე პირების მიერ ჩატარდა სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოები, რამაც გამოიწვია ნივთის დაზიანება;
  • წუნდებული ნივთის შეცვლისას თუ მომხმარებლმა ავტორიზებული სერვის ცენტრის წარმომადგენელს ნივთი არ გადასცა სრული კომპლექტაციით, შეიცვლება მხოლოდ ნივთის ის ნაწილი, რომელის გადაცემაც მოხდა.
  • წუნდებული ნივთის შეცვლა ხდება მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე, მხოლოდ იგივე ან მეტი (განსხვავების დაფარვით) ღირებულების შეცვლის მომენტში გაყიდვაში არსებული ნივთით.
უფასო მიწოდება ყველგან!

უფასო მიწოდება 100₾-დან

დაბრუნების გარანატია

დაბრუნება 15 დღე

საუკეთესო ფასი

საუკეთესო ფასის გარანტია

99,99% დაცული სისტემა

დაცული გადახდის სისტემა