ჰედერი

სმარტ მიზნები

SMART მეთოდი არის მიზნების დასახვის სისტემა, რომელიც გულისხმობს, რომ მიზნები უნდა იყოს Specifc (ზუსტი), Measurable (გაზომვადი), Achievable (მისაღწევი), Relevant (რელევანტური) და Time-bound (დროის ფარგლებში განსაზღვრული).

Smart მიზნები

SMART მიზნები წარმოადგენს მიზნების დასახვის ეფექტიან მეთოდოლოგიას, რომელიც მოიცავს შემდეგ კრიტერიუმებს: Specific (კონკრეტული): მიზანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, რა, სად, როდის და რატომ. Measurable (გაზომვადი): უნდა შეიცავდეს რაოდენობრივ ან ხარისხობრივ კრიტერიუმებს მიღწევის შესაფასებლად. Achievable (მიღწევადი): რეალისტური და მიღწევადი მიზანი, რომელიც გამოწვევაა, მაგრამ არ არის შეუძლებელი. Relevant (რელევანტური): უნდა იყოს მნიშვნელოვანი პიროვნული ან პროფესიული მიზნებისთვის. Time-bound (დროში შემოსაზღვრული): მკაფიოდ განსაზღვრული დროითი ჩარჩო მიზნის მისაღწევად

smart mizani

ეს მიდგომა გეხმარება მიზნების უფრო რეალისტურად და სტრუქტურირებულად განსაზღვრაში, რაც ზრდის მათი მიღწევის შანსს! 🚀

Smart მიზნების ინსტრუქცია

 

  • არაკონკრეტული მიზანი: “მინდა უფრო აქტიური გავხდე”
  • SMART მიზანი: “მომდევნო 3 თვის განმავლობაში კვირაში 3-ჯერ 30-წუთიანი ვარჯიში გავაკეთო”
  • დაგეგმვის კითხვები – შედეგის ჩარჩო
  •  რას გინდა რომ მიაღწიო?
  • რა გამოწვევების წინაშე დგახარ დღეს?”
  •  „საით მივდივარ“?
  •  რატომ გინდა ეს (ღირებულებები)? პოზიტიური ფორმულირებით არის თუ არა პასუხი გაცემული

დაგეგმვის კითხვები - შედეგის ჩარჩო

  • როგორ მიხვდები რომ მიაღწიე?
  • „უკვე რომ გქონდეს, რა გექნებოდა?“
  •  „როგორი ვიზუალი, როგორი იქნებოდა, როგორ გაიჟღერებდა, როგორ მოიქცეოდა?“
  • „როგორ მიხვდები, რომ იმ გზაზე დგახარ რისი მიღწევაც გინდოდა?”
  •  რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
  • „სხვა რა გზებით შეიძლება მივიღოთ ის რაც გვინდა
  •  ეს გზები ჩვენი კონტროლის ქვეშ არის?
  • რა არის უფრო ფართო შედეგი X- მიზნის
  •  ხომ არ დაააზარალებს ეს ვინმეს?
  •  რა არის ის რაც უარს გვათქმევინებს ამ შედეგის მიღწევაზე?
  • როგორ შეგიძლიათ მიიღო ეს?
  •  როგორ მიაღწევ?
  •  BE, DO, HAVE! „ვინ უნდა იყო რომ მიიღო ის რაც გსურთ?
  • რა უნდა გააკეთო ამის მისაღებად?
  •  რა უნდა გქონდეს ამის მისაღებად?
  • რა არის პირველი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც ახლა შეგიძლია?
  • შედეგის ჩარჩოს შემოწმება: S.M.A.R.R.T. მიზნები – სპეციფიკური, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური, შესაბამისი, დროული.

ამის შემდეგ

  • ოპტიმიზმის ამაღლება წარმოსახვებით – ემოციური შიფტი:
  • წარმოიდგინეთ თავი 5 წუთით – რამდენიმე წლის მერე (დააზუსტეთ წელი) – რომელიმე სფეროში (დააზუსტეთ სფერო) – მიღწეული გაქვს მიზნებისთვის (დააზუსტეთ მიზანი დეტალურად) – გამოიყურებით ისე როგორც გინდათ (წარმოიდგინეთ გარეგნობა დეტალურად) – განიცადეთ სასურველი მომავალი – რას ხედავთ, რა გესმით, რას გრძნობთ
  • ოპტიმიზმის ამაღლება კოგნიტური მეთოდით – ლოგიკის ეკვალაიზერი ოპტიმიზმის კომპონენტების რეფრეიმინგი [ჩარჩოს შეცვლა] სამ კონტინიუმზე: დრო მასშტაბი გავლენა
  • სანამ გადახვალ მიზნების ჩამოყალიბებაზე მანამდე გააკეთე სავარჯიშო:
  • „რა გინდა (სამსახურში, სახლში, ურთიერთობაში, მეგობრობაში…)?“ „რა იქნება იდეალური (სამსახურში, სახლში,ურთიერთობაში, მეგობრობაში…)?“ „რატომ იყენებთ თქვენს (მიმდინარე ვარჯიშს, მიმდინარე დროის მართვის სისტემას, თქვენი გუნდის ხელმძღვანელობის გზას …)?“ „რა გიშლით ხელს ( ამჟამინდელი სამსახური, ამჟამინდელი ურთერთობა, ახლანდელი სახლი…)?“ „რატომ აირჩე შენი (ამჟამინდელი სამსახური, ახლანდელი სამუშაო, დღევანდელი ურთიერთობა, დღევანდელი მენეჯმენტის სტილი…)? „ „შენთვის რა არის მნიშვნელოვანი ( თქვენი ამჟამინდელი სფერო, ასე რომ გქონდეთ…)?“ „საინტერესოა, რომ ამბობ ________________აქტუალურია. თუ წინააღმდეგი არ იქნები მითხრათ რატომ თვლი_______________ რომ მნიშვნელოვანია ეს შენთვის?“
  • № 1 პოზიტიური/მხიარული კითხვები „ერთი დღე რომ იცხოვრო როგორც ცხოველმა, რომელი ცხოველი იქნებოდი? რატომ? რა ღირებულებები აქვს ამ ცხოველს ?“ „ერთი დღე რომ იცხოვრო როგორც ხე, რომელი ხე იქნებოდი? რატომ? რა ღირებულებები აქვს ამ ხეს ?“ საკვები რომ იყო რომელი იქნებოდი? რატომ? რა ღირებულებები აქვს ამ საკვებს ?“
✕