გაეცანი გამოყენების ინსტრუქციას და შენს რესურსებს. შემდეგ კი დაიწყე იდენტიფიცირების ნაბიჯიდან (6 ნაბიჯი ) და მიყევი ნაბიჯებს თანმიმდევრულად!
უკვე გავიარეთ დეტალურად შენი კომფორტის ზონიდან გამოსვლის ინსტრუმენტები, კონტროლის და ანალიზის მექანიზმები ამიტომ ახლა გადავდივართ მომდევნო ეტაპზე, რომლის მეშვეობითაც ამ ყველაფერს გავამტკიცებთ და პრაკტიკაში გადმოვიტანთ. 21 დღიანი ჩელენჯი ემსახურება ჩვევაშ გაგიჯდეს საკუთარი ცხოვრების დალაგება და წინსვლა. მოდი დავიწყოთ ახალი ეტაპი და ერთად შევეგებოთ შენ წარმატებას. გახსოვდეს რომ შენ ხარ საკუთარი ცხოვრების ერთადერთი მწერალი!

ეს დღე ეძღვნება შენი ღირებულებების აღმოჩენას და ცხოვრების მთავარი მიზნის მკაფიოდ ფორმულირებას.

ამ დღეს შენს გონებაში არსებულ ნეგატიურ და შემზღუდველ რწმენებს ამოიცნობ და ეჭვქვეშ დააყენებ.

ობიექტურად შეაფასებ, სად იმყოფები ახლა შენს მიზანთან მიმართებით და რა გაბრკოლებს.

ეამოწმებ, რამდენად შეესაბამება შენი მიზნები და ქმედებები შენს მთავარ ღირებულებებს.

ისწავლი დიდი მიზნის პატარა, მართვად ეტაპებად დაშლას და საკუთარი თავის წახალისებას.

გააანალიზებ ცხოვრების ბალანსს და დასახავ იმ სფეროების გაუმჯობესების გეგმას, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს.

გადადგამ პატარა, გაბედულ ნაბიჯს კომფორტის ზონის მიღმა და შეაჯამებ პირველი კვირის შედეგებს.

გამოიყენებ წარმოსახვის ძალას და შენს მიზანს უკვე მიღწეულად წარმოიდგენ, რათა გაზარდო წარმატების შანსი.

გაბედავ და სცდი რაიმე სრულიად ახალს, რისი გაკეთებაც ყოველთვის გინდოდა, მაგრამ თავს იკავებდი

კრიტიკულად შეაფასებ შენს სამოქმედო გეგმას და საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებებს შეიტან მასში.

ჩაუღრმავდები გასული დღეების ემოციურ პატერნებს, რათა უკეთ გაიგო შენი გრძნობების ბუნება.

შექმნი შენი პირადი და პროფესიული კონტაქტების რუკას და გაააქტიურებ მათ ახალი შესაძლებლობებისთვის.

გაატარებ ერთ დღეს ტექნოლოგიების გარეშე, რათა დაამყარო კავშირი საკუთარ შინაგან სამყაროსთან.

შეაჯამებ გავლილი ორი კვირის პროგრესს და ღიად გამოხატავ შენს აზრებს საკუთარ იდენტობაზე.

შეგნებულად გადადგამ ნაბიჯს, რომელიც უარის მიღების რისკს შეიცავს, რათა დაძლიო ეს შიში.

გაიხსენებ წარსულში დაკარგულ პოზიტიურ თვისებებს და დაგეგმავ მათ დაბრუნებას დღევანდელ ცხოვრებაში.

შექმნი შენს გრძელვადიან ცხოვრებისეულ ხედვას და დაამარცხებ მის გზაზე მდგარ ერთ-ერთ შიშს.

ჩაატარებ საკუთარი იდენტობის სიღრმისეულ კვლევას „ვინ ვარ მე?“ სავარჯიშოსა და VIA ტესტის მეშვეობით.

ისწავლი ემოციების „გაშიფვრას“ სპეციალური მოდელით, რათა უკეთ მართო საკუთარი რეაქციები.

შეაფასებ შენს გლობალურ ტრანსფორმაციას და შეადარებ შენს დღევანდელ ვერსიას პირველი დღის „მე“-ს.

იზეიმებ 21-დღიანი გამოწვევის წარმატებით დასრულებას და შექმნი სტრატეგიულ გეგმას მომდევნო 90 დღისთვის.
Copyrights Reserved 2023